სასარგებლო ვებ გვერდები

Saturday, October 7, 2017

ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა

1.    პროექტის სახელწოდება: ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა



2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა შეძლონ განასხვავონ უძველესი ფოლკლორული სიმღერები ე.წ „გახალხურებული“ ნიმუშებისგან.



3. პროექტის აქტუალობ: მოსწავლეები ხშირად გვეუბნებიან, რომ უყვართ ხალხური სიმღერა, მაგრამ საკმარისია ვთხოვოთ მათ კონკრეტული ნიმუშების დასახელება, მაშინვე დავრწმუნდებით, რომ ისინი უსმენენ არა ფოლკლორულ , არამედ უკანასკნელ წლებში შექმნილ ე.წ „გახალხურებულ“ ნიმუშებს. როგორც ვიცით, ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა იუნესკომ (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) 2001 წელს მსოფლიო არამატერიალური კულტურის შედევრად გამოაცხადა და ამით იგი განსაკუთრებული ზრუნვის საგნად აღიარა. მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა, რომელიც ტარდება ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, ნამდვილი ფოლკლორული ნიმუშებისა და „გახალხურებული“ სიმღერების ერთმანეთისგან გარჩევა მოსწავლეებს მაინც უჭირთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გავუღრმავოთ ცოდნა მათ ამ კუთხით.

     4. პროექტის მიზნები: ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის    ფოლკლორული ნიმუშების გაცნობა/ შესწავლა, კრიტიკული აზროვნების, ჯგუფური და    ინდივიდუალური მუშაობის, კვლევა - ძიების უნარების განვითარება.

     5. მონაწილეთა ასაკი: V კლასი (10 - 11  წელი)

     6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
     7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციებს, ინტერვიუებს, თხზულებებს თემასთან დაკავშირებით. შეისწავლიან ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორულ ანსამბლების შემოქმედებას.
     8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
     9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 - მოსწავლეთათვის მოვალეობების გადანაწილება

აქტივობა 2 - მრავალფეროვანი საინფორმაციო წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციების მომზადება

აქტივობა 3 - ექსკურსია  ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში.

აქტივობა 4 - ინტერვიუ ეთნომუსიკოლოგთან

აქტივობა 5 - ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა

აქტივობა 6 - დასკვნითი ღონიძიება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მოსწავლეთა ნამუშევრები, ინტერვიუ ეთნომუსიკოლოგთან, შესრულდება ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერები.

  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უს.V.2.        მოსწავლე შეუძლია სიმღერ მარტო და სხვებთან ერთად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მღერის მარტო, წყვილში, გუნდში ერთ- და ორხმიან  სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
მუს.V.6.  მოსწავლეს შეუძლია  სხვებთან თანამშრომლობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მუშაობს სხვებთან ერთად ამოცანის გადასაჭრელად;
·           საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას და ეხმარება სხვებს;
·           ანაწილებს სამუშაო ფუნქციებს და მოვალეობებს.
მუს.V.9.      მოსწავლეს  შეუძლია ქცევის ნორმების დაცვა კულტურულ ღონისძიებებზე  დასწრებისას.       

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ხელს არ უშლის კონცერტის, კინოფილმის  მსვლელობას;
·           წინასწარ შეთანხმებული წესების თანახმად გამოხატავს დამოკიდებულებას ნაწარმოების დასრულების შემდეგ;
·           წინასწარ შეთანხმებული წესების თანახმად იქცევა გამოფენაზე, მუზეუმში;
·           კორექტულია აზრის გამოთქმის, ნაწარმოების განხილვის დროს;
·           ტოლერანტულია განსხვავებული პოზიციის მიმართ.

     11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა გივიშვილი
     12. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: teona.givishvili@gmail.com










No comments:

Post a Comment